среда, 8 января 2014 г.

ტრენინგის
წერილობითი ანგარიში
ღონისძიების დასახელება:   ტრენინგი: ,,მოსახლეობის ფორუმი სამოქალაქო ჩართულობისთვის’’ ფარგლებში - ფასილიტაციის ტექნიკები


Ø  ჩამტარებელი ორგანიზაცია:  ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი
Ø  ჩატარების ადგილი და ხანგრძლივობა: ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ოთახი #1119,  16-17/03/2013
ü სამუშაო შეხვედრის მიზანი  და  ამოცანები:    
1.      მოსახლეობის ფორუმის მიზნის, აუცილებლობის, მუშაობის პრინციპების, სიმულაციის, ფასილიტატორის უფლება-მოვალეობების   გაცნობა
ü რეზიუმე:
            ტრენინგი გაიმართა 16, 17 მარტს   ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში,  #1119 აუდიტორიაში.  ტრენინგს    უძღვებოდა ტრენერი ილია ნაცვალაძე. მონაწილეობას იღებდნენ ფასილიტატორობისათვის შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მასწავლებლები, ლიდერი სტუდენტები და ა.შ. ტრენინგი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გაგრძელდა ორ დღეს (დღეში 3 საათი).  წარიმართა საინტერესოდ. ანგარიშს თან ახლავს ტრენინგის სამუშაო გეგმა, მასალები.       
            ტრენერი გვესაუბრა მოსახლეობის ფორუმის რაობაზე, მის როლზე თემის განვითარებაში, ხელმძღვანელის მოვალეობებზე.
            მან აღნიშნა, რომ ადგილობრივი განვითარების საკითხების დაგეგმვაში აუცილებელია დაინერგოს მოსახლეობის თანამონაწილეობის ტრადიცია, შემუშავდეს საზოგადოების სხვადასხვა გჯუფებს შორის თანამშრომლობის მექანიზმი. ასეთი თანამშრომლობა აუცილებელია თვითმართველობის ორგანოებისთვისაც, რადგან ისინი იღებენ ინფორმაციას საზოგადოების მოთხოვნების შესახებ. ეს ხელს შეუწყობს აგრეთვე არასამთავრობო და კერძო სექტორთან თანამშრომლობას.
            ტრენერმა გაგვაცნო ფორუმის დავალებები, რომ აუცილებელია გაირკვეს თემის ძლიერი და სუსტი მხარეები, პრობლემები და პრიორიტეტები,  უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას სხვადასხვა ჯგუფებს შორის.
            გავეცანით ფორუმის ძირითად თემებს, ხანგრძლივობასა და ვადებს, დღის წესრიგს, მუშაობის პრინციპებს, რისკებს...
            ტრენერმა გვიამბო  ევროპის ანალოგიური ფორუმების, თანამშრომლობის შესახებ. გაიხსენა სიტუაციები, ფორუმის მონაწილეთა წინადადებები, პროექტები... განვიხილეთ სხვადასხვა პრობლემები, რომლებიც შეიძლება დასახელდეს ფორუმის დღეს.

ღონისძიების  მნიშვნელოვნების  დასაბუთება:
     შეძენილი ცოდნის საფუძველზე ჯგუფებში ვიმუშავეთ  ფორუმის თემატიკაზე, სიმულაციებზე, მოსალოდნელ შედეგებზე, შეკითხვებზე...
     ჩემთვის საინტერესო იყო ამ ჯგუფთან მუშაობა. გამაოცა ახალგაზრდების აქტიურობამ და განათლების დონემ.  მნიშვნელოვანია აგრეთვე ისიც, რომ  როგორ გავართმევ თავს ფორუმის ფასილიტატორობას, ამ მხრივ, ვფიქრობ, დიდ გამოცდილებას შევიძენ.

19/03/2013